თევზაძე დავით დავითის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ დ თევზაძე.png

თევზაძე დავით დავითის ძე (დ. 30. I. 1949, ქ. სოხუმი), გენერალლეიტენანტი (1998), ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1983). 1971 დაამთავრა თსუის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკტი, 1978 – თბილ. უცხო ენათა პედ. ინტი. 1992 მოხალისედ შევიდა ქართ. გვარდიაში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტ. მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და ცხინვალში. იყო ბატალიონ `ორბის”, შემდეგ – სწრაფი რეაგირების კორპუსის I ბრიგადის, თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის მეთაური. 1994 სამხ. დახელოვნება გაიარა ქ. რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯში, 1995 გერმანიაში – სტრატეგიული კვლევისა და თავდაცვის ეკონ. კოლეჯში, 1996–97 – აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენ. შტაბის კოლეჯში. 1998–2004 იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს., ინგლ. ენებზე, არის ევრ. იდეათა შემსწავლელი საერთაშ. საზბის და ნიუიორკის მეცნ. აკად. წევრი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993). ლ. დოლიძე.