თევზაძე ვახტანგ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე ვახტანგ ისმაილის ძე (24. X. 1933, თბილისი, – 6. III. 2013, იქვე), ინჟინერჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1991), საქართვ. სოფ. მეურნეობის მეცნ. აკად. წ.კორ. (1995). 1957 დაამთავრა საქართვ. სას.სამ. ინტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.კვლ. ინტში (ახლანდ. საქართვ. ტექ. უნტის წყალთა მეურნეობის ინტი) უფრ. მეცნ. თანამშრომლად. 1973 ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, 1979–80 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიწვევით ლექციებს კითხულობდა გარემოს დაცვის პრობლემებზე ნოვოჩერკასკსა და მოსკოვში. 1980–90 საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორაციის სამეცნ.კვლ. ინტში ხელმძღვანელობდა სამთო მელიორ. განყბას, ხოლო 1991–93 – ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების ლაბორატორიას. 1993-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობისა და საინჟ.ეკოლ. ინ-ტის (ახლანდ. სტუის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. თ-ის სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდროლ., ჰიდროტექ. და საინჟ. ეკოლოგიის, წყალთა მეურნეობისა და მელიორ. დარგებს, აგრეთვე ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მისი შრომები ეხება ბუნებრივი კატასტროფების, მთის რეგიონებში კალაპოტური პროცესებისა და ეროზიულღვარცოფული მოვლენების შესწავლას, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და საშუალებებს. აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული მიმართულებებით ბუნების დამცავ ნაგებობათა პროექტებისა და სახელმწ. კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აგრეთვე ერთობლივი საერთაშ. პროექტების დამუშავებაში. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1993–95) საქართველოს ტექ. და აგრ. უნტებში. 1996იდან ბუნებრივი კატასტროფების განყბას ხელმძღვანელობდა სტუში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003). თხზ.: ღვარცოფებისა და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების ჰიდრავლიკა, თბ., 1996 (თანაავტ.: ო. ნათიშვილი, ზ. დანელია); Гидравлические закономерности связных селей, Тб., 1996 (თანაავტ. О. Г. Натишвили); Движение селей и их взаимодействие с сооружениями, Тб., 2001 (თანაავტ. О. Г. Натишвили); Основы динамики селей, Тб., 2007 (თანაავტ. О. Г. Натишвили).