თევზაძე თამაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე თამაზ ვლადიმერის ძე (დ. 1.IV. 1928, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა მოსკოვის არქიტ. ინტი (1952). 1953–64 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ `თბილქალაქპროექტში”, 1964–71 – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.კვლ. ინტ-ში (`თბილზნიეპი”), 1973–78 იყო თბილ. მთ. არქიტექტორი, 1978–87–`თბილქალაქპროექტის” დირექტორი, ხოლო 1987–2002– ამავე საპროექტო ინტის მთ. არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – სკოლა 880 მოსწავლეზე (ტიპობრივი პროექტი, 1954, არქიტ. მ. კობახიძესთან ერთად); სასტუმრო `კოლხეთი” (1962, არქიტ. ნ. ჯობაძესთან ერთად); მეტროპოლიტენის სადგურ `ნაძალადევის” (ყოფ. `ოქტომბერი”) მიწისზედა ნაგებობა და ქვედა ვესტიბიული (1966, არქიტ. რ. კიკნაძესთან ერთად, მხატვარი ნ. იგნატოვი) და `300 არაგველის” მიწისზედა ნაგებობა (1967); კ. გამსახურდიას ძეგლი (1983, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი) და სხვ. არის `არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის” პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). თ. გერსამია.