თევზაძე თამაზ შოთას

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე თამაზ შოთას ძე (დ. 24. VIII. 1942, დაბა აბასთუმანი), მათემატიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1965 დაამთავრა თსუის მექანიკამათ. ფაკტი. 1970–90 მუშაობდა თსუში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1990–2006 იყო მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციების კურსს მათ. ანალიზში, უმაღლეს მათემატიკაში. 2006-იდან მუშაობს საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნტში. კითხულობს ლექციების კურსს კალკულუსსა და მათ. ანალიზში. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნ. შრომა. თხზ.: Специальные кратные тригонометрические ряды, Тб., 1996; Некоторые классы функций и тригонометрические ряды, «Некоторые вопросы теории функций», I, II, Тб., 1981; I, III, Тб., 1986; Доклады РАН, 1995, т.1, №3; 1996, т.1, №3