თევზაძე ინგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი თევზაძე.png

თევზაძე ინგა ბორისის ასული (დ. 30. VII. 1941, თბილისი), მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1958იდან სწავლობდა თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნტის ფილოლოგიის ფაკტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნების სახელმწ. ინტის ხალხ. ცეკვების რეჟისორსაბალეტმაისტერო ფაკტზე (1987). 1961იდან იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართ. ნაც. ბალეტი) სოლისტი. 1990იდან – ბალეტმაისტერი. თ. მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: `სიმდი”, `აჭარული”, `მიპატიჟება”, `დავლური”, `სამაია” და სხვ. თის შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, სინარნარე, არტისტიზმი, პლასტიკურობა.