თევზაძე მერაბ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მ თევზაძე.jpg

თევზაძე მერაბ ნიკოლოზის ძე (5. III. 1939, თბილისი, – 29. VIII. 2011, იქვე), გეოდეზისტი და სამთო ინჟინერმარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1989), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (1998). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ამჟამად სტუ) სამთოგეოლ. ფაკტი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სამთო საქმის ინ-ტში. 1985–2007 იყო სტუის საინჟინრო გეოდეზიის, მარკშაიდერიისა და ქალაქის კადასტრის კათედრის გამგე, 2007–11 – სტუ-ის საინჟ. გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი. თ. იყო გეოდ. კვლევის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი, საქართვ. გეოდეზიური საზბის პირველი პრეზიდენტი, მინერ. ნედლეულის საერთაშ. აკად. წევრი, ამავე აკად. საქართველოს განყბის პრეზიდენტი, გეოდეზისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავრე (1985–2011). თის შრომები ეხება გეოდეზიასა და სამარკშაიდერო საქმეში ფიზ. მანძილმზომების თეორიას და მის გამოყენებას საინჟ. ნაგებობების დაპროექტებამშენებლობაში. შექმნა სამარკშაიდერო მონიტორინგის სისტემა. მამასთან (ნ. თევზაძე) ერთად ხელმძღვანელობდა საინჟ. გეოდ. სპეციალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეობდა მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, თბილსრესის, მადნეულის საბადოს, სამების საკათედრო ტაძრის გეოდ. საფუძვლის პროექტირებაში. თმ ფეთქებად საშიშ შახტებში პირველად გამოიყენა ერთდროულად გიროთეოდოლიტი და შუქმანძილმზომი. მინიჭებული აქვს `საპატიო გეოდეზისტის” წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999), საპატრიარქოს სიგელით. თხზ.: ფიზიკური მანძილსაზომები, თბ., 1996; Теория ошибок и способ наименьших квадратов, М., 1992 (თანაავტ. Б. И. Беляев). თ. პაპავა. რ. ჩეკურიშვილი.