თევზაძე ნანული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე ნანული შალვას ასული (დ. 1.IX. 1934, თბილისი), არქიტექტორი. არქიტ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). საქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა სპიის სამშ. ფაკტი (1959). 1959–61 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ. `თბილქალაქპროექტში”. 1961-იდან მუშაობს სტუში. 1989-იდან არის არქიტ. დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006იდან), არქიტ. საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-იდან). თ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ. პარალელურად ეწევა პრაქტ. საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. ქართ. არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია არქიტექტორთა კავშირის დიპლომით (2004). თხზ.: მასობრივი საცხოვრებლის გარემოსთან კავშირის ორგანიზაციის საკითხები, «სტუის სამეცნიერო შრომები», 1991, N9; როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საცხოვრებელი სახლი, იქვე, 2001, N3; არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები. სახელმძღვანელო, თბ., 2005; არქიტექტურის პროპედევტიკა, თბ., 2014; Грузинская ССР. Градостроительство на склонах, пოд ред. В.Р. Крогиуса, М., 1988. თ. გერსამია.