თევზაძე ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნ თევზაძე.jpg

თევზაძე ნიკოლოზ არტემის ძე [9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I. 1985, თბილისი], გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამსახურებული მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუის სოც.ეკონ. ფაკტი (1930) და საქართვ. ინდუსტრიული ინტის სამშ. ფაკტი (1936). 1941–85 იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) საინჟ. გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუში, სოხუმისა და ბათუმის პედ. ინტებში. თ-ის შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდ. ასტრონომიის, გეოდ. გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათ. დამუშავების თეორ. საფუძვლებს. ავტორია საინჟ. გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–85), რ-შიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის თ-ს მიენიჭა საქართვ, სახელმწ. პრემია (1988). თის შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახ. სპეციალობა – `საინჟინრო გეოდეზია”. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლ. პირობების მქონე თბილ. მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდ. საფუძვლის პროექტირებასა და მ-ის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნ.ტექ. საბჭოს, ასტრონ.გეოდ. საზბის საქართველოს განყბის პრეზიდიუმის, საქართვ. მეცნ. აკად. დედამიწის ქერქის კომპლ. გამოკვლევის სამეცნ. საბჭოს, ბუნების დაცვის საზბის რესპ. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; სპი-ის ახ. კორპუსების მშენებლობის პირველი მ-თ. ინჟინერი საზ. საწყისებზე. 1973–85 იყო ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავრე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: განაზომთა შეცდომების თეორია, ნაწ. 1, თბ., 1957; განაზომთა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, თბ., 1960; უმცირეს კვადრატთა მეთოდი, თბ., 1964; საინჟინრო გეოდეზია, [ტ.] 1–10, თბ., 1974–85. ლიტ.: Новицкий Н., Мчедлидзе Р., Тбилисское метро, Тб., 1968; Маркшейдерский вестник, М., 1993; Выдающиеся деятели отечественной маркшейдерии, Kалендарь 1998–1999, М., 1997. თ. პაპავა. ვ. ჯავრიშვილი.