თევზაძე რევაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რ თევზაძე.png

თევზაძე რევაზ ნიკოლოზის ძე (დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1975) და დამს. მენავთობე (1981). სტუ-ის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982). საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი, საქართვ. ეროვნ. ენერგეტიკის აკად. წევრი. 1955 დაამთავრა სპი (სტუ) სამთო ინჟინერმენავთობის სპეციალობით. მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958იდან – `საქნახშირძიების” ტრესტის, ხოლო 1970იდან – საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვიათუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტალებისა და ბარიტის საბადოებზე და საქართვ. მეტალების კომპლ. ექსპედიციას. თის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაძიებულია საქართვ. მინერ. რესურსების სამრეწვ. მნიშვნელობის მრავალი საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (მ. შ. მადნეულის საბადოს) წარმატებული ძიებისა და გეოლ.საძიებო სამუშაოებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალ. შრომის გმირის წოდება. 1973იდან თ. იყო ნავთობის საკავშ. სამინისტროს ტრესტ `საქნავთობის” მმართველი, 1975–2004 – საწარმოო გაერთიანება `საქნავთობის” გენ. დირექტორი, დეპარტამენტ `საქნავთობის” თავმჯდომარე, სახელმწ. კომპანია `საქნავთობის” პრეზიდენტი. თ. 1978–2002 იყო საქართვ. ნავთობის მრეწვ. სამეცნ.ტექ. საზბის უცვლელი თავრე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001). ი. ლობჟანიძე.