თეზამი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეზამი, მდინარე აღმ. საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 28 კმ. სათავეს იღებს საგურამოიალნოს ქედის ჩრდ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა წლის დანარჩენ დროს. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 1,25 მ 3/წმ. დეკემბრიდან თებერვალმარტამდე აქვს ყინულნაპირისი. თ-ს იყენებენ სარწყავად. ი. აფხაზავა.