თეზ-ოკამის არხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარწყავი არხი კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. იწყება მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირიდან სოფ. ახმაჯის ჩრდ-ით. სიგრძე 34,6 კმ საშუალო ხარჯი 4,5 მ 3/წმ. სოფ. ხვითთან წყალსატუმბით 805 მ სიმაღლეზე აყვანილია არხის განშტოება, რ-იც მიედინება მდ-ების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფის სამხრ. ფერდობზე და მიემართება სოფ. ქვემო ჭალისაკენ. მთავარი არხი გაივლის სოფლებს: ლამისყანას, თეზს, ოკამს და იგოეთთან ერთვის მდ. ლეხურას. ი. აფხაზავა.