თეთნულდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ადიშჭალის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 4858 მ. აგებულია პალეოზოური ასაკის კრისტ. ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კალთებზე არის მყინვარები.1887 თ-ზე პირველად ავიდნენ დ. ფრეშფილდი და მ. დეში ორ მეგზურთან ერთად, 1891 – გ. მერცბახერი და ლ. პურჩელერი ასევე ორ მეგზურთან ერთად. 1930 თ. დალაშქრეს ქართველმა მთამსვლელებმა: ალექსანდრე ჯაფარიძემ (ხელმძღვ.) ალექსანდრა ჯაფარიძემ ი. კაზალიკაშვილმა ა. ავალიანმა. თ-ზე ალპინისტების ს. ჯაფარიძის და პ. დვალის დაღუპვის (1929) გამო მწვერვალის სამხრ.-დას. კალთის გაშიშვლებულ კლდეზე მიმაგრებული იყო მემორიალური დაფა. ამ ადგილს "ჯაფარიძის მოწმეები" ეწოდება.1954 ქართვ. მთამსვლელებმა მ. გვარლიანმა (ხელმძღვ.), გ. გულბანმა, გ. ყალაბეგაშვილმა, დალაშქრეს სამხრ.-აღმ. პამირის უსახელო მწვერვალი რ-საც დაარქვეს "თეთნულდზე დაღუპულთა ხსოვნის მწვერვალი".შენდება მულახის თემში შემავალი სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი".