თეთრაულები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის არტნის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ივრის ზემოწელში, თიანეთ–არტნის გზაზე. ზ. დ. 1380 მ. 16 მცხ. (2014). სახელწოდება წარმოქმნილია სოფლის ძირითადი გვარის "თეთრაულის" მიხედვით.ლიტ.: ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონიმია, თბ., 1980.