თეთრბატკნიანები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იხ. აყ-ყოიუნლუ.თეთრგვერდა დელფინი (Delphinus delphis), ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინების ქვეოჯახისა. სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 50 კგ-მდე. მამრები უფრო დიდი ზომის არიან, ვიდრე მდედრები. ზურგი და ფარფლები შავი აქვს, მუცელი და გვერდების დიდი ნაწილი კი – თეთრი. ეწევა ქარავნულ (ჯოგურ) ცხოვრებას. ჯოგში შედის 30–50 და მეტი თ. დ. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დელფინია, ბინადრობს ბალტიის, ჩრდილოეთის, ოხოტის, იაპონიისა და შავ ზღვებში. აქ გავრცელებული თ. დ. გამოყოფილია ცალკე ქვესახეობად, რადგან ზღვიდან არსად მიგრირებს. ცოცხლობს 25–30 წელს. ცურავს სწრაფად, შეუძლია განავითაროს 45–50 კმ/სთ-ში. ცოცხლადმშობია, მაკეობს 11 თვე, ბადებს ერთ ან, იშვიათად, ორ ნაშიერს. იკვებება თევზებით და უხერხემლო ცხოველებით. იგი რეწვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა, რის გამოც მისი რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. ამჟამად თ. დ-ის რეწვა აკრძალულია. ნ. ნინუა.