თეთრთვალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Ballerus sapa Pallas), თევზი კობრისნაირთა რიგის, კობრისებრთა ოჯახის, თეთრთვალებათა გვარის. სიგრძე 44 სმ-მდე, მასა 650 გ-მდე. ზღვაში გამსვლელი თევზია, მტკნარ წყლებში ქმნის ადგილობრივ ფორმას. თვალის ფერადი გარსი მოვერცხლისფერო-მოთეთროა, სქესობრივ სიმწიფეს 2–3 წლის ასაკში აღწევს, ტაფობს აპრილ-იანვარში. იკვებება ქირონომიდებით, გვერდულებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით, მიდიებით და მცენარეებით. საქართველოში მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ შემოვიდა. ნაპოვნია მდ. მტკვარსა და ალაზანში, ჯანდარის ტბაში. საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელებულია კასპიის ზღვასა და მის შენაკადებში. საქართველოში მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ნ. ნინუა.