თეთრიგზის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუა საუკუნეების ნასახლარი, პატარა ეკლესიის ნანგრევები და გვიანდ. ანტიკური –ადრინდ. ფეოდ. ხანის სამარხები. მდებარეობს სოფ. ანანურის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ახ. უბნის ჩრდ.-დას-ით, პატარა ტერასებზე. 1971 სადაზვერვო გათხრების (რ. რამიშვილი) შედეგად გამოვლინდა ორმოსამარხები და ქვის სამარხები. მათში ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, სარკე, საკინძები, მშვილდ-საკინძები, აბზინდა, მინის და სარდიონის მძივები და სხვ.ლიტ.: რამიშვილი რ., წითლანაძე ბ., ჯორბენაძე ბ. და სხვ., ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის 1971 წლის მუშაობის წინასწარი შედეგები, კრ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1971 წელს, თბ., 1972. რ. რამიშვილი. ბ. ჯორბენაძე.