თეთრი ამური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Ctenopharyngodon idella), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. თითქმის ყველა თევზი თითისტარისებრია. გავრცელებულია აზიაში, ჩინეთიდან ციმბირამდე. სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, მასა – 45 კგ. მტკნარი წყლის თევზია, ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962-იდან მრავალ ტბასა და ტბორში (მ.შ. კუმისის ტბა, ჯაპანისა და ნაქალაქევის თევზსაშენი ტბორები, მარაბდის წყალსაცავი). იკვებება წყლის მცენარეებით, წმენდს წყალსატევებს და სარწყავ არხებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს მეურნეობის სხვადასხვა დარგისათვის. იკვებება ასევე ბალახით, ხის ფოთლებით, თევზის ლიფსიტებით, ჭიებით და მწერებით. ძვირფასი სარეწაო თევზია, იყენებენ ნედლად და დამარილებულს.ნ. ნინუა. მ. დემეტრაშვილი.