თეთრი წყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თანამედროვე აღსუ), მდინარე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თ. წ-ზე XII ს. საქართველოს სამეფოს ჩრდ.-აღმ-ის საზღვარი გადიოდა. მდინარე საქართველოს სამეფოს უშუალო შემადგენლობაში მყოფ შირვანის დას. ნაწილს მიჯნავდა ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი აღმ. ნაწილისაგან. XIII ს-ში, როდესაც საქართველოს სახელმწ. მონღოლებმა დაიპყრეს და მას ყმადნაფიცი ქვეყნები ჩამოართვეს, საქართველოს ჩრდ.-აღმ-ის საზღვარი მაინც მდ. თ. წ-ზე (მონღ. ჩაღან-უსუნი) გადიოდა. მომდევნო საუკუნეებში საქართვ. აღმ. საზღვარმა თანდათანობით დას-ით გადმოიწია.წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, «მიმომხილველი», III, თბ., 1953.ჯ. გვასალია. ზ. ცინცაძე.