თეთრი წყარო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1940-მდე – აღბულაღი), ქალაქი (1966-იდან) სამხრ.-აღმ. საქართველოში (ქვემო ქართლის რეგიონი). თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს გომერის შტოქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე მდ. ჭივჭავას (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს, თბილისი–წალკის საავტ. გზაზე, რკინიგზის სადგურ თბილისი – ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე. ზ. დ. 1180 მ თბილისიდან 57 კმ. 3,1 ათ. მცხ. (2014).თ. წ-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 8,6°C იანვ. –1,90C ივლ. 19,50 C. ნალექები 800 მმ წელიწადში.ქალაქში არის სამრეწვ. საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტ. დაწესებულებები.ახლანდ. თ. წ-ს ადგილზე მდებარეობდა ისტ. სოფ. გარისი. ამ ადგილის ძვ. სახელი ორთაშუა ყოფილა. ე. თაყაიშვილის მოსაზრებით, ეს აიხსნება იმით, რომ იგი მდებარეობს მდინარეებს ხრამსა და ალგეთს შორის, ორივესგან დაშორებულია თანაბარი მანძილით. ე. თაყაიშვილის ცნობით, აქ 3 ეკლესიის ნანგრევი იყო. დღეისათვის თ. წ-ს აღმ. ნაწილში XIX ს. II ნახ-ში აგებული რუს. ეკლესიაა, მის გვერდით კი X ს. ძვ. ქართ. ეკლესიის ნანგრევებია, რ-ის ჩუქურთმიანი ფრაგმენტები და რელიეფები ჩართულია ახ. ეკლესიის წყობაში. გარშემო მდებარე საფლავის ქვებზე მრავალი გამოსახულებაა. ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევებია. ე. თაყაიშვილმა მიაკვლია ერთ-ერთი სააგარაკო სახლის სარდაფის კედელში ჩატანებულ წარწერიან ქვას, საიდანაც გაირკვა, რომ იოანე მახარებლის ეკლესია აუგია 1701 ქაიხოსრო აბაშიშვილს, ბარათაშვილთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს.ქალაქის მახლობლად შემორჩენილია უძველესი ისტ. ციხე-ქალაქი სამშვილდე სამონასტრო კომპლექსი პირღებული.ლიტ.: ასათიანი ნ., ჭიჭინაძე ი., ალგეთი (თეთრი წყაროს ისტორიული ძეგლები), თბ., 1985.დ. ბერძენიშვილი. რ. კვერენჩხილაძე.