თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1975 საზოგადოებრივ საწყისებზე, მუზეუმის შინაარსის მქონე პროპაგანდის სახლის (1964–75) ბაზაზე. ამჟამად არის სსიპ თეთრი წყაროს კულტ. ცენტრის შემადგენლობაში. 1982 თ. წ. მ. მ-ის შენობა დაანგრიეს მოედნის გაფართოების მიზნით. ფონდი დროებით დაიხურა. 2013 წ. 1 იანვრისთვის მუზეუმის ფართობი შეადგენდა 1115 მ 2 მუდმივი ექსპოზიცია – 811 მ 2 საცავები – 304 მ 2. თ. წ. მ. მ-ის არქეოლ. განყ-ბის ფონდში ინახება თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლ. მასალა, რ-იც ასახავს პერიოდს ქვის ხანიდან ფეოდ. ეპოქამდე, ასევე სხვადასხვა პერიოდის ეთნოგრ. მასალა. თ. წ. მ. მ-ის ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ფეოდ. ხანის – გუდარეხის (XII ს.), მანგლისის (V–XII სს.), სამშვილდის (V ს.), ფიტარეთის (XIII ს.) – არქიტ. ძეგლები. მუზეუმის ფონდში 10 ათასზე მეტი ექსპონატია. ფონდის შექმნასა და არქეოლ. განყ-ბის სრულყოფაში მუზეუმს დიდი დახმარება გაუწია ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმმა, საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის არქეოლ. განყოფილებამ და საქართვ. კულტ. ძეგლთა დაცვის სამმართველომ; მუზეუმში მუშაობს სამეცნ. საბჭო. თ. წ. მ. მ-ს მჭიდრო კავშირი აქვს მუნიციპალიტეტში მომუშავე არქეოლოგებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, პედაგოგებთან. ტარდება სხვადასხვა სახის სამეცნ. და თეორ. კონფერენციები ეწყობა გამოფენები.