თეთრი წყლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე თელავი–თბილისის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: თ. წ. ნადიკვარი, კობაძე, სეროდანი, პანტიანი). ზ. დ. 1320 მ თელავიდან 19 კმ. 93 მცხ. (2014).თ. წ. მთის ბალნეოლ.-კლიმ. კურორტია. ტერიტ. უპირატესად წიწვოვანი მცენარეულობით არის დაფარული. იცის რბილი, თოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –3°C); თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 19°C). ნალექების წლიური რაოდენობაა 860 მმ. მეორე საკურორტო ფაქტორია მინერ. წყალი, რ-იც ქიმ. შედგენილობით სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანია; მისი მინერალიზაცია – 0,7–0,8 გ/ლ ტემპ-რა 13–14°C. ხელოვნურად გათბობის შემდეგ მინერ. წყალს იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.კურორტი ფუნქციონირებს ზაფხულის თვეებში, მკურნალობა ამბულატორიულია.სოფლის მიდამოებში შემონახულია XI ს-ის გუმბათოვანი ეკლესია. კუნტურის (კუნტუს, კუნტუზის, კუნძულის) საყდარი და ფსიტის (ფსიტიანის, საფსიტეს) ციხე, რომლის თავდაპირველი ფენა ადრინდელი შუა საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიაში შემორჩენილია 1587 წლით დათარიღებული ასომთავრულით შესრულებული წარწერა.ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. გ. უშვერიძე.