თეთრობის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღკვეთილი დაცული ტერიტორია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე, ჯავახეთის და თორის გასაყარზე. მოიცავს 3100 ჰა. დაარსდა 1995 ტყის მასივების და ლოკალური ენდემების დასაცავად. გეოგრაფიულად თ. ა-ის ტერიტ. მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას მიეკუთვნება და მოიცავს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდ., სამხრ. და ცენტრ. (ღერძულ) ქვეზონებს და ახალციხის ასპინძა-თბილისის ნაწილებს. გეოლოგიურად <ბრ />თ. ა. ძირითადად აგებულია ოლიგოცენ-ნეოგენური დანალექი და ვულკანოგენური დანალექი ფორმაციებით, ფართოდაა გავრცელებული მეოთხეული ასაკის ვულკ. კონუსები, ზეწრები და ნაკადები. თ. ა-ის ხეობაში იზრდება ვიწრო ენდემური ჯიშები: კეცხოველის და ჯავახური ფამფარულა კოზლოვსკის და თეთრობის კრაზანა. ფიჭვნარი მეჩხერია, ხეები 10–15 მ არიან დაცილებული, მათ ვარჯებს კი ბურთის ფორმა აქვს. დაბალი ღვია ქმნის ბუჩქოვან იარუსს. შედარებით შეკრულ ფიჭვნარში მუხა, ცირცელი და უზანი გამოერევა. ღია ადგილები ვაციწვერას სხვადასხვა სახეობას უკავია. თეთროსანი ლევკოთეა (ბერძნ. leukothea), წარმართობის დროინდელი საკულტო ცენტრი გვარა-ხუცუბანთან (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), რ-საც უკავშირებენ "ამირანიანის" ლეგენდას და მეფე აიეტის ისტორიას. შემორჩენილია ერთი კედლის ნაშთი, მახლობლად – უძველესი ქრისტიანული ეკლესიის საძირკველი. სტრაბონის ლევკოთეას ადგილმდებარეობა თითქმის ზუსტად ემთხვევა თ-ისას. სავარაუდოდ, ბერძენ კოლონისტებს კოლხეთში დახვდათ წარმართთა სალოცავი თ. რ-იც ზუსტად თარგმნეს და ლევკოთეა უწოდეს. ორივე სახელი იდენტურია და თეთრ ღმერთს ნიშნავს.ცნობილია თ-ის ღვთისმშობლის ხატი, რ-იც XVIII ს-ში სოფ. აკეთში გახიზნეს. აქ გერმანოზ ქავჟარაძეს გადაუწერია თ-ის "დავითნი". 2008 აშენდა ახ. წმ. გიორგის ეკლესია. ლიტ.: ბაქრაძე დ. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ., 1973; სურმანიძე რ. თეთროსანი, ბათ., 2007; ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957. რ. სურმანიძე.