თეთროსანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევკოთეა (ბერძნ. leukothea), წარმართობის დროინდელი საკულტო ცენტრი გვარა-ხუცუბანთან (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), რ-საც უკავშირებენ "ამირანიანის" ლეგენდას და მეფე აიეტის ისტორიას. შემორჩენილია ერთი კედლის ნაშთი, მახლობლად – უძველესი ქრისტიანული ეკლესიის საძირკველი. სტრაბონის ლევკოთეას ადგილმდებარეობა თითქმის ზუსტად ემთხვევა თ-ისას. სავარაუდოდ, ბერძენ კოლონისტებს კოლხეთში დახვდათ წარმართთა სალოცავი თ., რ-იც ზუსტად თარგმნეს და ლევკოთეა უწოდეს. ორივე სახელი იდენტურია და თეთრ ღმერთს ნიშნავს.ცნობილია თ-ის ღვთისმშობლის ხატი, რ-იც XVIII ს-ში სოფ. აკეთში გახიზნეს. აქ გერმანოზ ქავჟარაძეს გადაუწერია თ-ის "დავითნი". 2008 აშენდა ახ. წმ. გიორგის ეკლესია. ლიტ.: ბაქრაძე დ. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ., 1973; სურმანიძე რ. თეთროსანი, ბათ., 2007; ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957. რ. სურმანიძე.