თეთრყვავილა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Galanthus), ბალახოვან მცენარეთა გვარი ამარილისებრთა ოჯახისა. პატარა მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეებია. მათი სიმაღლე 30 სმ აღწევს. აქვთ ორი ხაზური ან მოგრძო ხაზური ფოთოლი და რამდენადმე გრძელი საყვავილე ღერძი რ-ზედაც მეტწილად ერთი თავჩაქინდრული ყვავილია. 18 სახეობა გავრცელებულია კავკასიაში დას. ევროპაში მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში მთისწინეთის და მთის ტყეებში მაღალმთის მდელოებზე 9 სახეობა იზრდება მ.შ. 6 საქართვ. ენდემია: ვორონოვის თ. (G. woronovii); კემულარიას თ. (G. kemulariae); კეცხოველის თ. (G. ketzkhovelii); კრასნოვის თ. (G. krasnovii); ლაგოდეხის თ. (G. lagodechianus); შაორის თ. (G. schaoricus), 1–კავკასიისა. ადრე გაზაფხულზე ლამაზად მოყვავილე მცენარეებია.ლ. ხინთიბიძე.თეთრშუბლა კუტკალია (Decticus albifrons), მწერი სწორფრთიანების რიგისა. ფართოდაა გავრცელებული სამხრ. ევროპაში, კავკასიაში შუა აზიაში, ყაზახეთში, წინა აზიაში, ჩრდ. ავღანეთში, ჩრდ. აფრიკაში. საქართველოს დაბლობი და მთისწინა რაიონების ფაუნის ჩვეულებრივი და კარგად შესამჩნევი სახეობაა.თ. კ. საკმაოდ დიდი ზომისაა (4 სმ-მდე) შეფერილობა – რუხი ან ყავისფერი. ზედა ფრთა მუცელზე გრძელია, დაფარულია მუქი ლაქებით. საქართველოში ყველგან ბინადრობს, როგორც დაბლობში, ისე მთებში 2500 მ-მდე.თავისი გავრცელების თითქმის მთელ არეალში, მ.შ. საქართველოშიც, ორივე სახეობა ხორბლის, ტექ. და ბოსტნეული კულტურების მავნებელია. იხ. აგრეთვე სტ. კუტკალიისებრნი. ე. აბაშიძე.