თეკენა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული სოფელი შიდა ქართლში. პირველად იხსენიება 1392 წ. 1 დეკემბერს ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში სოფლებთან – მისაქციელთან, საფურცლესთან, ბელტისციხისთან ერთად, რ-ებიც საქართვ. მეფეს ალექსანდრე I-ს სვეტიცხოვლისათვის განუახლებია. თ. შემდეგაც იხსენიება სიმონ I-ისა და როსტომის დროს შექმნილ საბუთებში. გვიანი შუა საუკუნეების ადმ.-ტერიტ. დაყოფით, ქართლის სამეფოს III სადროშოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო.დმანისხევში, მაშავრის მარჯვნივ, იყო ასევე სოფ. თეკენები (თეკენენი, თეკენამი), რ-იც საყაფლანიშვილოში ითვლებოდა.წყარო: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970. ზ. ცინცაძე.