თეკენთერის ჭა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსტული სიღრუე ხვამლის კირქვულ მასივში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაკურალეშის მახლობლად. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. სიმაღლე ზ. დ. 1620 მ სიღრმე – 16 მ ფსკერის ფართობი – 35 მ 2 საერთო მოცულობა – 360 მ 3. ჭა ებმის სანახევროდ წყლით ამოვსებულ ჰორიზ. გვირაბს. გვირაბში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ დიდი წიფლის ფუღუროდან, რ-ის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული. ფსკერზე დაგუბებული წყლის სიღრმე 3–4 მ აღწევს. ჭის ფსკერზე გამდინარე ცივ ანკარა წყალს იყენებენ სასმელად. თ. ჭ. შეტანილია "საქართველოს წითელ წიგნში".ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.