თეკლათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ცივის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას, სენაკი–ფოთის საავტ. და სარკინიგზო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: თ., გოლასკური, რეკა, საგვარამიო, ტყირი). ზ. დ. 20 მ სენაკიდან 3 კმ. 444 მცხ. (2014). თ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ლევან II დადიანის შეწირულების წიგნში დასახელებულია თ-ის მთავარანგელოზის საწინამძღვრო ეკლესია.თ. ბერაძე.