თეკლე ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1776–1846), პოეტი. ერეკლე II-ის უმცროსი ასული – "თეკლაბიჭი"; პოეტების ა. ორბელიანისა და ვ. ორბელიანის დედა. იყო იმდროინდელი საზ.-პოლიტ. ცხოვრების აქტ. მონაწილე. 1832 შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ქ. კალუგაში (რუსეთი) გადაასახლეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მისი სახლი კულტ.-შემოქმედებითი ცხოვრების ერთ-ერთ კერად იქცა. თ. ბ-ის ლექსებში ასახულია სევდა ბაგრატიონთა დიდების დაკარგვისა და ცხოვრების ჩარხის უკუღმა ბრუნვის გამო; გადმოცემულია პატიმრობის სიმწარე და ბედის სამდურავი.თხზ. [წიგნში]: ასათიანი ლ., ძველი საქართველოს პოეტი ქალები. გამოკვლევა და ტექსტები, [თბ.], 1936. ლიტ.: ბერძნიშვილი მ. დ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, II, თბ., 1983; გამეზარდაშვილი დ., ალექსანდრე ჭავჭავაძე და ქართული რომანტიზმი, თბ., 1948; კოტეტიშვილი ვ., რჩეული ნაწერები ორ წიგნად, წგ. 1, თბ., 1965; უთურაშვილი ი., თეკლა ბაგრატიონი, თბ., 1991. ლ. კეკელიძე.