თელავისხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თელავისრიყე, პერიოდული მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 21 კმ აუზის ფართ. 50 კმ 2. სათავეს იღებს გომბორის ქედის აღმ. განშტოება კაცებისღვედზე, ზ. დ. 1900 მ-ზე. ჩამოუდის ქ. თელავს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალმოვარდნა. თ. კიკილაშვილი.