თელავის საცდელი სადგური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა, დაარსდა 1953 კახეთის ურიათუბნის (ახლანდ. ვაზისუბნის) საცდელი სადგურის (1922) მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. საკავშირო ინ-ტის, აგრეთვე კურდღელაურის ექსპერ. ბაზის საფუძველზე. მუშაობდა კახეთის პირობებში ხილისა და ყურძნის მოსავლიანობის გაზრდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. თ. ს. ს-ში ფუნქციონირებდა მევენახეობის აგროტექნიკის, ვაზის სელექცია-ჯიშთმცოდნეობის, ღვინის ტექნოლოგიის, მეხილეობის, მცენარეთა დაცვის განყ-ბები; აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის და აგროკლიმატოლოგიის ლაბორატორიები; ვაზის აბორიგენული (300-მდე) და უცხ. (600) ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი; მუზეუმი, ენოთეკა, ბიბლიოთეკა; უვადო სარგებლობაში იყო ექსპერ. ბაზები (კურდღელაურის, რუისპირის, ვაზისუბნის), ასევე შალაურის სანერგე, თელავის ექსპერ. ღვინის ქარხანა. თ. ს. ს-ში შემუშავდა ვაზის სამრეწველო სორტიმენტი კახეთისათვის; გამოვლინდა რქაწითელის (#48) და ბუდეშურისებური საფერავის ვარიაციები; საფერავი 359-ის, მწვანე კახური 12-ის, ხიხვის მაღალმოსავლიანი კლონები (ავტორები: დ. ტაბიძე, ვ. ლოლაძე, ნ. სულხანიშვილი ა. გავაკეთაშვილი). 2010-იდან თ. ს. ს. გარდაიქმნა დანერგვა-კონსულტირების მცირერიცხოვან ჯგუფად. ნ. ჩხარტიშვილი. ნ. ჩხიკვაძე. თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვაჟა-ფშაველას სახელობისა, ქართული დრამატული თეატრი თელავში რ-ის ტრადიციები ჯერ კიდევ XVII ს. II ნახევრიდან იღებს სათავეს სასკოლო-საეკლ. და ერეკლე II-ის სასახლის კართან არსებული თეატრების წარმოდგენებით. 1866 თეატრმა პირველ სპექტაკლად უჩვენა გ. ერისთავის "გაყრა". იმავე წელს დადგა ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში". მუდმივ თეატრ. დასს კი საფუძველი 1880-იდან ჩაეყარა. ამავე პერიოდში თეატრში ოპერეტაც კი დაუდგამთ (ჟ. ოფენბახის "მეჯლისი იტალიელებით"). XX ს. დასაწყისში თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მსახიობები: ნ. გაბუნია, ვ. აბაშიძე, ა. ცაგარელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. ჩხეიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი ვ. გუნია, ა. იმედაშვილი და სხვ. 1887–91 თელავის თეატრ. სპექტაკლებში მონაწილეობდა ა. ყაზბეგი (ა. მოჩხუბარიძისა და ა. მოხევის ფსევდონიმით) და ე. ჩერქეზიშვილი (1917). პროფ. თეატრი თელავში გაიხსნა 1931–32 სეზონზე. 1931 თელავის სახ. თეატრს მიენიჭა სახელმწ. თეატრ. სტატუსი. ხელმძღვანელად დაინიშნა ვ. გარიკი (ვაჩნაძე). ამ პერიოდში თეატრ. დასში ირიცხებოდნენ: ძმები ს. და ბ. ზაქარიაძეები, პ. ახვლედიანი, თ. ბურბუთაშვილი გ. პაპოშვილი დ. მდივნიშვილი გ. მანველოვი, ვ. მარკოზაშვილი ბ. ჯავახია, გ. მამუჩეიშვილი ვ. ჩელთისპირელი (მატარაძე), მ. ღაღაშვილი ქ. ბოჭორიშვილი ა. ივერიელი (მასხარაშვილი), ო. შუბითიძე და სხვ. 50-იანი წლებიდან თეატრის სპექტაკლებში ხშირად მონაწილეობდნენ ვ. ანჯაფარიძე, ვ. გოძიაშვილი შ. ღამბაშიძე, აქვე ხანგრძლივად მუშაობდა ე. ვერულაშვილი. 1990 თეატრს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელი ხოლო 2003-იდან – აკად. თეატრ. სტატუსი. სხვადასხვა წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები: მ. ხერხეულიძე, მ. იარალი, გ. რობაქიძე. ა. ყიასაშვილი ს. მებურიშვილი გ. როსება, ბ. გამრეკელი, ნ. იონათამიშვილი მ. ბესტავაშვილი ნ. გოძიაშვილი რ. ქართველიშვილი შ. ბასილაშვილი ვ. მაღალაშვილი ნ. ხატისკაცი, ლ. პაქსაშვილი ნ. ლორთქიფანიძე, ა. ქანთარია და სხვ. 2010–12 თეატრის მმართველი იყო დ. სხირტლაძე. 1982–83 სეზონში ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" დადგა რეჟისორმა ჰ. ვედეკინდმა. თეატრის დადგმებიდან აღსანიშნავია: უ. შექსპირის "ოტელო", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება", "კრაზანა" (ე. ვოინიჩის მიხედვით), ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მზიანი ღამე", რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი", ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი", მ. ლერმონტოვის "მასკარადი", ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", "ნახვის დღე", "სურათები საოჯახო ალბომიდან" და "ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო" გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა", ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი", რ. ინანიშვილის "ჩემი წყალ-ჭალის ხმები" და "ალალე", ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", გ. დოჩანაშვილის "თავფარავნელი ჭაბუკი", ჟ. ანუის "ქურდების მეჯლისი" და სხვ. თეატრის დასში მუშაობენ (2015) მსახიობები: თ. ხუნაშვილი ი. იანტბელიძე, ნ. კურტანიძე, ზ. ლომიძე, ვ. ფეიქრიშვილი გ. გელაშვილი ნ. ხუმარაშვილი ე. დეისაძე, მ. გრემელაშვილი მ. ჩიდრაშვილი ო. აღნიაშვილი ნ. არავიაშვილი კ. ქართველიშვილი ლ. ჯალიაშვილი დ. ნაცვლიშვილი ი. შუშანაშვილი ე. თავდიდიშვილი; მხატვარი – ლ. როსტომაშვილი მთ. რეჟისორი – გ. ჩაკვეტაძე; სამხატვრო ხელმძღვანელი – პ. გულიაშვილი.ლიტ.: ზურაბიშვილი მ., თელავის თეატრი, თბ., 1984.მ. გოგოლაშვილი. შ. ცუცქირიძე.