თელავის სურათების გალერეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქ. იაშვილის სახელობისა, დაარსდა 1963 ექიმ-კოსმეტოლოგ ქეთევან იაშვილის პირადი კოლექციის ბაზაზე, რ-იც მან უსასყიდლოდ გადასცა თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. კოლექცია განთავსდა მონადირეთა კავშირის შენობაში, სადაც ის გაიხსნა კიდეც იმავე წელს ქ. იაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით. 1974 მუზეუმს გადაეცა თელავის II საშ. სკოლის შენობა ("ბატონის ციხის" დას. ნაწილში), სადაც 1977 კოლექციამ სამუდამოდ დაიდო ბინა.თ. ს. გ-ში ძირითადად თავმოყრილია ქართ., რუს. და ევრ. სამხატვრო სკოლების მნიშვნელოვანი ორიგინალები; მათი ძირითადი ნაწილი გამოფენილია სტაციონარულ ექსპოზიციაში, ნაწილი კი ფონდში ინახება. ექსპოზიციაში გამოფენილი ფერწერული ტილოებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართ. რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გ. გაბაშვილის სურათები: "ალავერდობა", "ნატიურმორტი", "აღმოსავლეთის ბაზარი"; ლ. გუდიაშვილის "XII საუკუნე"; ე. ახვლედიანის "ალაზნის ველი", "ფიქრის გორა", "ძველი თელავი"; დ. გველესიანის "ავტოპორტრეტი"; ი. თოიძის "ქალის პორტრეტი", "ფშაველი ქალი"; რუსი ფერმწერების: ი. აივაზოვსკის "ზღვის პეიზაჟი"; ი. კრამსკოის მიერ შესრულებული პორტრეტები; ი. კლევერის პეიზაჟები; ძმების კ. და ვ. მაკოვსკების "საოჯახო პორტრეტი"; ვ. მაკოვსკის "შეხვედრა" (ეტიუდი); ვ. პალენოვის "შვეიცარიის პეიზაჟი"; გერმ. მხატვრის კ. პილოტის "მეფე ლუი XVII იაკობინელების ტყვეობაში"; XVIII–XIX სს. უცნობი ევრ. ოსტატების მიერ შესრულებული სურათები, რ-თა შორის ჭარბობენ ჰოლანდ. და იტალ. მხატვრები. ფერწერული ტილოების გარდა, ექსპოზიციაში ნაჩვენებია უნიკალური ნივთები: "რომის ხედები" (მოზაიკა), "აგატის ქვა" თევზის თავის ფორმისა, "იაპონური ღმერთი" (ბრინჯაო), იაპონური იატაგანი (ვადა სპილოს ძვლის), "მადონა ყრმით" (სპილოს ძვალი) და სხვა მრავალი. გ. ბატიაშვილი. თ. მახათელაშვილი. "თელავის ღვინის მარანი" (სააქციო საზოგადოება), ღვინის კომპანია, ღვინის მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმო. მდებარეობს კახეთში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კურდღელაურში (თელავის მუნიციპალიტეტი). დაარსდა 1915. შემდეგ (1917) მოხდა მისი ნაციონალიზაცია. მომდევნო წლების განმავლობაში საწარმო ფუნქციონირებდა სახელმწ. დაქვემდებარებაში. 1969 აქ აშენდა კურდღელაურის ღვინის ქ-ნა – პირველადი მეღვინეობის საწარმო, სადაც ხდებოდა ყურძნის მიღება-გადამუშავება და ჩამოსასხმელი ღვინის გადატვირთვა დასაძველებელ და ჩამომსხმელ საწარმოებში. 1995-იდან, კურდღელაურის ღვინის ქ-ნის პრივატიზების შემდეგ, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა და საწარმოს დაუბრუნდა პირვანდელი სახელწოდება – "თ. ღ. მ." 1997–2013 ჩატარდა მარნის სრული ტექ. გადაიარაღება, კომპანია აღიჭურვა ყურძნისა და ღვინის გადამამუშავებელი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით: ფილტრაციისა და სტაბილიზაციის დანადგარებით, ტემპ-რის სრული კონტროლის სამაცივრე სისტემით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით ღვინის დადუღებისა და შემდგომი შენახვისათვის და 750 მუხის კასრით ღვინის დასაძველებლად. დაინერგა წარმოების სრული ციკლი – ვაზის ნერგის გამოყვანიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. ამ მიზნით შეიქმნა ვაზის სანერგე მეურნეობა, 300 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა ვენახი (წინანდლის, მუკუზანისა და ქინძმარაულის ზონებში) როგორც ადგილობრივი, ასევე უცხ. ყურძნის ჯიშებისაგან. კომპანია წელიწადში უშვებს 70 სხვადასხვა დასახელების 4,5 მლნ-ზე მეტ ბოთლ ღვინოს სავაჭრო ნიშნით "მარანი" და "სატრაპეზო", აგრეთვე სხვა ალკოჰოლურ სასმელებს (ჭაჭის არაყი, ბრენდი). გამოშვებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საექსპორტოა და იგზავნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, ბალტიისპირეთი, იაპონია, ინგლისი, კანადა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვეიცარია, ჩინეთი, ჰოლანდია და სხვ.).საწარმოს პროდუქციას ღვინის საერთაშ. კონკურსებსა და დეგუსტაციებზე (2000–13) მიღებული აქვს 3 გრან-პრი (2003, 2005 – რუს. ფედერაცია; 2004 – უკრაინა) და 9 ოქროს, 62 ვერცხლისა და 82 ბრინჯაოს მედალი. კომპანიის ღვინოები შეტანილია წიგნში "მსოფლიოს 1000 საუკეთესო ღვინო" (პარიზი, 2006, 2008).ზ. რამაზაშვილი.