თელათგორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. კავთურის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 770 მ კასპიდან 18 კმ კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 211 მცხ. (2014).სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფელი წყაროებში გვხვდება თელეთგორის სახელითაც. შეტანილია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში. 1865 თ. შედიოდა ხიდისთავის უბნის წინარეხის სასოფლო თემში, ცხოვრობდა 18 კომლი. თ-ის მამულები ეკუთვნოდა თურმანიძეებს.სოფლის შუაში, შემაღლებულ ადგილზე, გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია დგას. ეკლესიას დას-ით აქვს სწორკუთხა მინაშენი, რ-იც წმ. თევდორეს სახელს ატარებს. იგი ეკლესიას უკავშირდება დას. კედელში გაჭრილი კარით.წყარო: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, I, თბ., 1964. ჯ. გვასალია.