თელათგორის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალფენოვანი გორა-ნამოსახლარი, ნაქალაქარი და სამაროვანი სოფელ თელათგორში, მდ. კავთურის (მდ. მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ნამოსახლარი გორა, ე. წ. საფუზრების გორა, ამოზიდული ტიპისაა. ზედაპირულად აკრეფილია გვიანბრინჯაოს ხანიდან ანტ. ხანამდე ყველა დროის თიხის ჭურჭლის ნატეხები. გორანამოსახლარს სამხრეთიდან ეკვრის ნაქალაქარი (ფართ. დაახლ. 15 ჰა). დადასტურებულია 3 კულტ. ფენა: I – გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის (ძვ. წ. XIII–VIII სს.) ორმოსამარხები. გაითხარა გრუნტში ჩაჭრილი ოვალური ფორმის 11 სამარხი, სადაც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე ძლიერ მოხრილი კიდურებით. ჩატანებული ჰქონდათ ლეგად გამომწვარი და შავად გაპრიალებულზედაპირიანი ჭურჭელი, შემკული პრიალა ხაზებით, რომბებით, ირიბი და დაშტრიხული სამკუთხედებით, ტალღისებური და ბადისებური სარტყლებით. აღმოჩნდა აგრეთვე ფოთლისებრი სატევრები.II ფენაში (ძვ. წ. III–I სს.) გამოვლინდა ნასახლართა ნაშთები. გაითხარა 5 სახლი. იატაკი თიხატკეპნილია, სახლი კრამიტით ყოფილა გადახურული. იატაკზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა წითლად შეღებილ-მოხატული სუფრის ჭურჭელი და ქვევრის ნატეხები. მოხატულობაში ჭარბობს გეომ. სახეები და სიუჟეტური ნახატები. ნასახლარზე მრავლად იყო წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი.III ფენაში (I–III სს.) გამოვლინდა რომაული ხანის სამაროვანი. სამარხები უშუალოდ ნასახლარში იყო ჩაჭრილი. გაითხარა 7 სამარხი (ორმოსამარხი, კრამიტსამარხი და ქვევრსამარხი). ყველა ტიპის სამარხში დამარხვის წესი იდენტურია. მიცვალებული ასვენია მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე, თავით სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. სამარხის ნივთებიც იდენტურია – მცირე ზომის სუფრის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სამკაული. კრამიტსამარხში აღმოჩნდა ავგუსტუსისა და გოტარზესის I ს. ვერცხლის მონეტები.მასალა ინახება კავთისხევის არქეოლ. ბაზაში. რ. კვიტაშვილი."თელასი" (სააქციო საზოგადოება), თბილისის ელექტროსადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მომხმარებლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. სააქციო საზ-ბად ჩამოყალიბდა 1995 მაისში თბილ. საქალაქო საბჭოსთან არსებული მუნიციპალური საწარმოს "თელასის" ბაზაზე, რ-იც, თავის მხრივ, შეიქმნა 1993 წ. 7 ოქტომბერს. საქართვ. დედაქალაქში ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ისტ. დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1887, როდესაც ი. ჭავჭავაძის თაოსნობით თბილისში ამუშავდა პირველი ელექტროსადგური, რ-საც 90-იან წლებში იყენებდნენ ქალაქის ზოგიერთი საზოგადოებრივი ნაგებობის გასანათებლად. მერიის არქივში დაცულ დოკუმენტებში თბილ. ენერგეტიკული ნაგებობების სამმართველო პირველად მოხსენიებულია 1921. "თბოელექტროქსელი" (შემოკლებით "თელასი") დაფუძნებულ იქნა 1937 თბილ. საქალაქო საბჭოსთან, ასრულებდა ორ ფუნქციას – ტექნიკურს და კომერციულს. იმ პერიოდში "თ." ელექტროენერგიას იღებდა მხოლოდ ერთი ობიექტიდან – "ზაჰესიდან", რ-იც აშენდა რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწ. გეგმის <ბრ />(ГОЭЛРО) მიხედვით. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში (1991–98) ქალაქის ელექტროქსელი დიდი შეფერხებებით მუშაობდა – ხშირი იყო ავარიები, დაგროვდა სხვადასხვა ხასიათის ტექ.-ეკონ. პრობლემები. საჭირო გახდა ქსელის რეაბილიტაცია. დღის წესრიგში დადგა "თ-ის" პრივატიზების საკითხი, რ-იც განხორციელდა 1998 წ. 22 დეკემბერს. პრივატიზების შედეგად აქციების 75%-ის მფლობელი 1999 წ. 4 იანვრიდან გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ენერგოკომპანია "სილქ როუდ ჰოლდინგს ბ. ვ-ის" (Silk Road Holdings B. V.) ამერ. კორპორაცია "ეი-ი-ეს-ი" (AES). ამ პერიოდიდან "თ-ს" ეწოდა "ეი-ი-ეს თელასი". საქართვ. ენერგოსისტემაში კორპორაცია "ეი-ი-ეს-ის" შემოსვლით განხორციელდა მსხვილი ინვესტიციები, რ-იც მოხმარდა "თ-ის" ქსელის განვითარებასა და რეაბილიტაციას. 2003 აგვისტოში ამერიკულმა კორპორაცია "ეი-ი-ეს-მა" "სილქ როუდ ჰოლდინგს ბ. ვ-ის" აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას – სააქციო საზ-ბა "რაო ნორდიკ ოი-ს" (RAO Nordic Oy), რ-ის ერთადერთი აქციონერია ღია სააქციო საზ-ბა "ინტერ რაო". ამ დროიდან "თ-ის" აქციათა 75% ჯგუფ "ინტერ რაოს", ხოლო აქციათა დაახლოებით 25% სახელმწიფოს საკუთრებაა. ამჟამად "თ." საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რ-იც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებასა და გასაღებას. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზ. მომსახურება; აბონენტთა ტექ. მომსახურება; თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირება. საქართველოში თბილისი ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. 2015 მონაცემებით დედაქალაქში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2,5 მლრდ. კვტ .სთ რაც ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 23,6 % შეადგენს. კომპანია ემსახურება 500 ათას აბონენტზე მეტს. მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელის ექსპლუატაცია ხორციელდება 10 ბიზნესცენტრში, რ-ებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმ. რ-ნში. დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძე 4826 კმ შეადგენს. 110/35 კვ-იანი დამადაბლებელი ქვესადგურების რაოდენობაა 35; 10/6 და 6/0,4 კვ-იანი სატრანსპ. ქვესადგურების – 1874. თბილისი ელექტროენერგიას ძირითადად ღებულობს ჰიდროელექტროსადგურებიდან – "ხრამჰესი I" და "ხრამჰესი II", თბოელექტროსადგურიდან – "მტკვარი ენერგეტიკა". ზ. ვაშაკიძე.