თელეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო თელეთის, მუხრან-თელეთისა და ქვემო თელეთის გავრცელებული სახელწოდება.თ. მდებარეობდა ქვემო ქართლში, მდ. ალგეთის ხეობაში, თბილ. მახლობლად, თელეთის ქედის სამხრ. კალთაზე. მოხსენიებულია "ქართლის ცხოვრებაში" XVI ს. 40-იან წლებში შაჰ-ისმაილის შემოსევისას: "ღელე თელეთისა" და "მთა თელეთისა", სადაც მეფე ლუარსაბ I დახვდა მას ქართველთა ჯარით. თ. მოხსენიებულია აგრეთვე XVII–XVIII სს. ისტ. საბუთებში. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილიც (XVIII ს.): "კუმისის აღმოსავლით, მტკურისაკენ, არს თელეთები და ეკლესია წმიდისა გიორგისა სასწაულთმოქმედი". ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ ქვემო ქართლის სოფლების სიაში ალგეთის ხეობაში მოხსენიებულია თელეთის 4 სოფელი, ხოლო მისსავე რუკებზე დატანილია ორი თელეთი: ხატის-თელეთი და მუხრან-თელეთი.XVIII ს-ში თ. ბარათაშვილებს აღარ ეკუთვნოდათ. მისი მებატონე ამილახორი და მუხრანბატონია. სახელი მუხრან-თელეთიც მაშინ ეწოდა. წმ. გიორგის ეკლესია, სადაც დიდი დღეობა "თელეთობა" იმართებოდა, არის XIX ს-ში აგებული სომხ. ეკლესია, რ-იც ძვ. ეკლესიის ადგილზე დგას.თ. თოდრია.