თელოვნის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII–XII სს.) არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა შემთხვევით 1910, თელოვნის ხეობაში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). შეიცავს 4 სეგმენტისებრ იარაღს, თოხს და გაურკვეველი დანიშნულების ნივთის ნატეხს. იქვე აღმოჩნდა კოლხ. ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბი.მასალა დაცულია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.ი. გაგოშიძე.