თემი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველქართული ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი. სემანტიკურად თ. უძველესი ქართული ისტ.-გეოგრ. ტერმინის – "სოფელი" – ეკვივალენტია: იგი აღნიშნავს როგორც გარკვეულ ტერიტორიას, ასევე ამ ტერიტორიაზე მოსახლე საზოგადოებასაც (ასეთი მნიშვნელობა აქვს მას ახლაც), ამიტომ ეს ტერმინი შეესატყვისებოდა მეორე ძველქართულ ტერმინსაც – "ქუეყანა". ამისდა კვალად თ. შეიძლება ეწოდებოდა რომელიმე "Hევსაც" მისი მოსახლეობით, რომელიმე მხარესაც (მაგ. კახეთს) და მთელ სახელმწიფოსაც (მაგ. საქართველოს, საბერძნეთს და ა. შ.). უძველეს წყაროებში არ გვხვდება იგი მხოლოდ XII ს-იდან მოიხსენიება. ამ გარემოების საფუძველზე ივ. ჯავახიშვილს ეს ტერმინი XII ს-ში ახლო ხანში წარმოქმნილად მიაჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი იყოს და რომელიმე ძვ. ქართ. კილოდან გვიან შემოსულიყო სალიტერატურო ქართულში.საბჭ. ხელისუფლების პირველ პერიოდში თ. იყო უმცირესი ადმინ.-ტერიტ. ერთეული, რ-იც შედიოდა მაზრის შემადგენლობაში.ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982. დ. მუსხელიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თემი&oldid=15625-დან“