თეოდორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Theodōra) (984–1056), ბიზანტიის დედოფალი (1054–56), კონსტანტინე VIII-ის ასული, ბასილი II ბულგართმმუსვრელის ძმისწული. მეფობდა 1042, ხოლო კონსტანტინე VIII-ის გარდაცვალების შემდეგ (1054) უკვე მოხუცებული გაამეფეს. თ-ს ბაგრატ IV-თვის უთხოვია, "რათა მოსცეს ასული თUსი მართა (იხ. მარიამი ბიზანტიის დედოფალი), რათა შვილად თUსად აღზარდოს", რასაც ბაგრატ IV დიდი სიხარულით დაეთანხმა: "ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი თUსი მართა…".წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966. ლ. მანიავა.