თეოდორე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჭარელი (ავალიანი) (დ. 1762 ან 1765, სოფ. დანდალო), სასულიერო მოღვაწე. 1813 ქობულეთიდან თან გაჰყვა ტრაპიზონში მიმავალ სოლომონ II-ს, რ-მაც თ. ა. თავის ამალაში ჩარიცხა; აქ მან დაიბრუნა ქრისტიანული სარწმუნოება და თევდორედ (ივერპულო) იწოდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ (1815) ქ. სმირნას (ახლანდელი იზმირი) ქრისტიანულ ეკლესიას შეაფარა თავი, სადაც თან ახლდა თავისი ძმისშვილი ბერმონაზონი ნეოფიტე. 1822 ოსმალეთ-საბერძნეთის ომის დროს, მთაწმინდისკენ მიმავალი, ანაფორაში ჩაცმული თ. ა. ოსმალებმა შეიპყრეს, აწამეს და ზღვაში გადააგდეს.2002 საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის სხდომამ თ. ა. წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 17. II (1. III) დააწესა.ლიტ.: სურმანიძე რ., წმინდანის ნაკვალევზე, გაზ. «აჭარა», 2003, #41; მისივე, ავალის შთამომავალნი, თბ., 2011; ფუტკარაძე შ., წმიდა თევდორე აჭარელი, გაზ. «ლიტერატურული საქართველო» 2002, #48.რ. სურმანიძე.