თეოდორე II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1188–1204/05. 1191 თამარ მეფემ "სისხლთა დათხევამდის" თ. II ანტონ ქუთათელთან და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად გაგზავნა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულ დიდგვარიან ფეოდალებთან მოსალაპარაკებლად, ხოლო ბასიანის ბრძოლის წინ თამართან ერთად ბრძოლის ველამდე გააცილა ქართველთა ლაშქარი. თ. II-მ გააფართოვა გელათისა და შიომღვიმის სამეფო მონასტრების სამფლობელოები.წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000. ბ. ლომინაძე.