თეოდორე III

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დაახლ. 1429–35, ალექსანდრე I დიდის პირადი მოძღვარი. კათოლიკოსად მოიხსენიებს ალექსანდრე I 1429, 1431, 1433 და 1434 სვეტიცხოვლისათვის გაცემულ შეწირულების წიგნებში. 1431 ალექსანდრე I-მა "აგარეანთაგან მიტაცებული" ლორე აიღო. ბრძოლის წინ პატრიარქს ქართვ. მეომრები დაულოცავს: "...აწ იბრძოლეთ ძლიერად, და დაღათუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესთUს წამებულთა გუერდს მიითუალვით".თ. III აქტიურად მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევების შედეგად გაპარტახებული ქვეყნის ეკონ. აღდგენაში: ყიდულობდა ნასოფლარებს, გადამწვარ ადგილებს და ასახლებდა გლეხებს. მის დროს ალექსანდრე დიდმა დაამთავრა სვეტიცხოვლის აღდგენა და განუახლა ძვ. შეწირულობანი, შესწირა ვირშის მონასტერი სოფლებითურთ. ამ დროს მცხეთის საპატრიარქოს შეუერთდა აგრეთვე არმაზის ციხე ეკლესიით და სოფლებით, ჯვრის მონასტერი სოფლებიანად და სხვ.წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ლომინაძე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, წგ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.