თეოდორიტე კვირელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(393–458), საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, 423–449 და 450–458 ქ. კვირის (მდებარეობდა ანტიოქიის მახლობლად, სირიაში) ეპისკოპოსი. იყო ნესტორელობის მიმდევარი. მას ეკუთვნის მრავალი თეოლ. ხასიათის თხზულება და "საეკლესიო ისტორია". ამათგან 7 თხზულება ქართულად უთარგმნიათ შუა საუკუნეებში. "საეკლესიო ისტორია" თარგმნა ეფრემ მცირემ. ეს თხზულება ორიგინ. ნაშრომია და მნიშვნელოვანი წყაროა ქართლის გაქრისტიანების შესწავლისათვის. სხვა თხზულებებში თ. კ-ს მოჰყავს საინტერესო ცნობები ქართვ. ტომების – მოსხების, თობელ-იბერების, ლაზების, ჭანების, აბაზგების, ტიბარენების შესახებ, იხსენიებს ქ. ბიჭვინთას და სხვ.წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ა. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.ნ. ლომოური.