თეოდოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ერისკაცობაში – ნიკოლოზ გიორგის ძე ხელაშვილი) (1777–1844), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი, კალიგრაფი, არქიმანდრიტი (1827). დავით რექტორის მოწაფე. 1800 დაამთავრა თელავის სას. სემინარია. 1802 აკურთხეს მღვდლად. 1804–14 იყო თელავის მიძინების ტაძრის დეკანოზი, 1814–24 – თბილ. კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის საღვთო სჯულის და ქართ. სიტყვიერების პედაგოგი, 1826–31 – თელავის სას. სემინარიის ზედამხედველი, 1827-იდან – არქიმანდრიტი, 1831–44 კი – იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი. თ. ავტორია თეოლ. ხასიათის არაერთი ნაშრომისა, რ-თა დედნები დღეს დაკარგულად ითვლება. იგი თანაუგრძნობდა 1832 შეთქმულებას. ეწეოდა ფართო საქველმოქმედო და საზ. მოღვაწეობას. ლ. ურუშაძე.