თეოდოსის ლავრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონასტერი პალესტინაში, მდებარეობს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე. დააარსა თეოდოსი კვინობიარქმა (423–529). მისი ბიოგრაფის მოწმობით (თეოდოსის ცხოვრება 530 წ. ახლო ხანებშია დაწერილი), თ. ლ-ში არსებული რამდენიმე ეკლესიიდან ერთი სპეციალურად ქართველებისათვის იყო განკუთვნილი: "ერთში მამათა სიმრავლე ბერძნ. ენაზე სწირავს ღმერთს მსხუერპლსა ქებისას, მეორეში ბესთა ნათესავი თავისი საკუთარი ენით აღავლენს უზენაესისადმი ვედრებას...". კ. კეკელიძის მოსაზრებით, "ბესში" ლაზები უნდა იგულისხმებოდნენ.ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980.