თეოდოს II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. დაახლ. 825), აფხაზთა სამეფოს (დას. საქართველო) მეფე დაახლ. 798–825, ლეონ II-ის ძე. მონაწილეობდა კახეთის მთავარ გრიგოლსა და აშოტ I კურაპალატს შორის ქართლის დაუფლებისათვის ატეხილ ბრძოლაში (ემხრობოდა აშოტს). "მატიანე ქართლისაQ" თ. II-ს არასწორად მიაწერს ბუღა თურქის წინააღმდეგ ბრძოლას. ბუღა თურქი შემოესია საქართველოს 853, როცა აფხაზთა მეფე თ. II-ის ძმა და მემკვიდრე დემეტრე (დიმიტრი) II იყო.ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959. ვ. გუჩუა.