თეოფანე ბიზანტიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Theophanēs Byzantios) VI ს. II ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი. თ. ბ-ის ბიოგრაფია უცნობია. მისი საისტორიო თხზულება მოიცავს 566–581 ამბებს. შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტები ფოტიოსის (IX ს.) თხზულებაში "ბიბლიოთეკა". ერთ-ერთ ფრაგმენტში მოთხრობილია სპარსეთის წინააღმდეგ 572 ქართლისა და სომხეთის აჯანყების შესახებ, მოხსენიებულია ქართლის მთავარი გურგენი. აქვე პირველადაა ნახსენები თბილისი, "ტიფილისის" სახელით როგორც იბერიის დედაქალაქი.წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., <ბრ />1936. ნ. ლომოური.