თეოფილაქტოს ბულგარელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოჰრიდელი (XI ს. I ნახ. – 1126 შემდეგ), ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, მწერალი. XI ს. 70-იან წლებში იყო რიტორიკის მასწავლებელი კონსტანტინოპოლში, შემდეგ – წმ. სოფიოს ტაძრის დიაკონი 1088–89 – ბულგ. საარქიეპისკოპოსოს (ცენტრი – ოჰრიდი) არქიეპისკოპოსი. მიმოწერა ჰქონდა ბიზანტ. დედოფალ მარიამთან (1071–81) რ-ის შთაგონებით თ. ბ-მა დაწერა კაპიტ. ნაშრომი "იოანეს სახარების განმარტება". მასვე დააწერინა მარიამმა ტრაქტატი თავისი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის, კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელად.წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5–6 თბ., 1963–66.