თეოფობი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(VI ს.), ლაზი (ეგრისელი) წარჩინებული, მოღვაწეობდა ეგრისში დიდი ომიანობის (542–562) პერიოდში. 550–551 საომარი ოპერაციების მიმდინარეობისას უკმაყოფილო იყო ბიზანტ. სარდლების ძალმომრეობით. ამით ისარგებლა ირანელთა სარდალმა მერმეროემ და მისი გადაბირება მოახერხა. თ-მ ირანელებს უბრძოლველად დაუთმო სტრატეგიული ციხესიმაგრე უქიმერიონი (ქუთაისის მახლობლად). ამ ციხესიმაგრის დაკარგვით ეგრისელებს და ბიზანტიელებს გარკვეული დროით ხელიდან გამოეცალათ ტერიტორია უქიმერიონიდან ლიხის მთამდე, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი.წყარო: პროკოპი კესარიელი, გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. დ. ლეთოდიანი.