თერაპიის ეროვნული ცენტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1961 ნ. ნ. ყიფშიძის ინიციატივით ექსპერიმენტული თერაპიის ლაბორატორიის ბაზაზე დაარსდა ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინ-ტი. 1999 მას ცენტრის სტატუსი მიენიჭა. თ. ე. ც-ში იყო 26 სამეცნ. განყ-ბა, ლაბორატორია, კლინიკა, სამეცნ.-საკონსულტაციო პოლიკლინიკა, ბ-კა. 1961–99 ინ-ტს ხელმძღვანელობდა ნ. ნ. ყიფშიძე, 1999–2011 გენ. დირექტორი იყო მ. კვიტაშვილი.თ. ე. ც-ის ბაზაზე არსებობდა სამეცნ.-საკოორდინაციო თერაპიის ცენტრი, გერონტოლოგიისა და გერიატრიის სამეცნ.-მეთოდური ცენტრი, ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და ლაზეროთერაპიის რესპ. ცენტრი. მისი ძირითადი პრიორიტეტი იყო არტერიული ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, გერიატრია-გერონტოლოგია, სამკურნ. კვება და სხვ.1994 თერაპიის ინ-ტს გამოეყო მიოკარდიუმის ინფარქტის განყ-ბა და დაარსდა გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი (ახლანდ. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი), რ-იც დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. თ. ე. ც-მა 2011-იდან შეწყვიტა ფუნქციონირება.