თერგის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდებარეობდა მდინარეების თერგისა და სუნჯის შესართავთან. 1567 ააგებინა რუსეთის მეფემ ივანე IV-მ კავკასიაში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად. ამას წინ უსწრებდა კახეთის მეფის ლევანის მიერ 1563 ელჩების გაგზავნა მოსკოვში, რუსეთისაგან ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების მისაღებად, რასაც რუსთა რაზმის გამოგზავნა მოჰყვა. თუმცა კახეთის მეფე მალე იძულებული გახდა დაეთხოვა რუსთა რაზმი, რის შემდეგაც რუსეთმა თ. ც. დაანგრია.1587–89, კახეთ-რუსეთის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რუსეთი კვლავ შეეცადა თავისი პოზიციების განმტკიცებას კავკასიაში და 1588 ისევ ააგო ახ. ციხესიმაგრე თერგის შესართავთან ახლოს.ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.