თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ. იაშვილის სახელობისა, საქართველოში ერთადერთი გადაუდებელი დახმარების სამედიცინო დაწესებულება თერმული დაზიანების მქონე მოზრდილებისა და ბავშვებისათვის. 1970 ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა 30-საწოლიანი კლინიკური განყ-ბა, რ-საც დაევალა რესპ. ცენტრის ფუნქციები. ამ პერიოდიდან ცენტრი ეწევა როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნ.-კვლ. და პედ. საქმიანობას. ცენტრის ხელმძღვანელის – ბ. იაშვილის ინიციატივით აშენდა დამწვრობის რესპ. ცენტრი 110 საწოლზე, რ-მაც 1984-იდან დამოუკიდებელი სამედ. დაწესებულების სახით განაგრძო ფუნქციონირება. მას "აღდგენითი მკურნალობის ორთოპედიულ-ქირურგ. საავადმყოფო (დამწვრობის ცენტრით)" ეწოდა, ხოლო 1996-იდან – თ. დ. და ა. პ. ქ. ს.-პ.ც.ცენტრის საქმიანობა წარმოდგენილი იყო ორი მიმართულებით: 1. თერმული დაზიანების მწვავე შემთხვევის მკურნალობა (დიდი ფართობის ღია დამწვრობითი ჭრილობები, რ-იც საჭიროებს გადაუდებელ ინტენს. და ქირურგ. მკურნალობას დაზიანებული კანის საფარველის აღსადგენად). 2. ადრეულ პერიოდში გადატანილი თერმული ტრავმის შედეგად განვითარებულ ფუნქციურ და კოსმეტოლოგიურ მოშლილობათა აღდგენა ქირურგ. რეკონსტრუქციული პლასტ. ოპერაციებით და სათანადო კონსერვატორული მკურნალობით. 1994-იდან დამყარდა ურთიერთთანამშრომლობა აშშ-ის იმავე პროფილის ცენტრთან, რ-ის შემდეგ შეიქმნა შპს "ესთეტ. პლასტიკის ქირურგიული ცენტრი" (ხელმძღვ. – პ. ჯანაშია). ამჟამად, ფირმა ფუნქციონირებს "იაშვილი-ჯანაშიას" კლინიკის სახელით. 2015-იდან ცენტრი განთავსებულია ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე.